სოზარ სუბარი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

სოზარ სუბარი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი დრაგონის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა 2013 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათ გადასაჭრელად ახალი ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზე.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრუოლების სამინისტროდან აცნობეს, პრობლემათა ჩამონათვალში შედიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობა, ცუდი პირობები, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და სხვა პრობლემები.

სამინისტროს ცნობითვე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ ციხის სკანდალთან დაკავშირებით გამოძიების მსვლელობით, ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებულების რაოდენობით და სამინისტროს კონკრეტული ხედვით აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით ჯანდაცვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ასევე, ზოგადად, სამინისტროს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმით.