საქართველოს ციხეებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი ე.წ. მოქალაქე გათავისუფლდა

საქართველოს ციხეებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი ე.წ. მოქალაქე გათავისუფლდა

საქართველოს ციხეებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი ე.წ. მოქალაქე გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის აპარატი ავრცელებს.

"1981 წელს დაბადებული მარგიევი ოთარი გიორგის ძე და 1990 წელს დაბადებული თადეევი გიორგი სოსლანის ძე გათავისუფლებულნი არიან", _ იუწყება აპარატი.
ამას გარდა, სეპარატისტები აღნიშნავენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ომარ მარგიევი და გიორგი თედეევი 2008 წლის აგვისტომდე იყვნენ დაკავებულნი.