მაია მიმინოშვილი პანკისის ხეობაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდება

მაია მიმინოშვილი პანკისის ხეობაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პანკისის ხეობაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა სოფელ დუისის საჯარო სკოლაში 16 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცენტრის წარმომადგენელები დეტალურად ისაუბრებენ ერთიან ეროვნულ, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის წელს დაგეგმილ სიახლეებზე.
შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობასთან და კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვიოს ინფორმაციის მიწოდება და მათი მოსაზრებების გაზიარებაა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უკვე შეხვდნენ დასავლეთ საქართველოს პედაგოგებსა და დირექტორებს. შეხვედრები შედგა ზუგდიდში, თერჯოლაში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიასა და ლანჩხუთში. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა აჭარაშიც.