თებერვლის ბოლოს სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმას ჩამოიტანს

თებერვლის ბოლოს სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმას ჩამოიტანს

მიმდინარე თვის ბოლოს ევროკომისარი სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმას ჩამოიტანს.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

"მოგეხსენებათ, საქართველოში ჩატარდა მინისტერიალი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, ისევე როგორც წარმატებით მიმდინარეობს მუშაობა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულება როგორც იცით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას, თვის ბოლოს ველოდებით ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელსაც ევროკომისარი სესიალი მალმსტრომი ჩამოიტანს. ვილნიუსის სამიტამდე საკმაო დრო გვაქვს, რომ წევრმა ქვეყნებმა შეთანხმების ტექსტის გადამუშავება მოახდინოს. აღნიშნული სამიტისთვის ხელშეკრულებები იქნება დასრულებული და პარაფირებული. მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ რომელიმე ხელშეკრულების დასრულებას რაიმე საფრთხე შეექმანს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ სესილაია მალმსტრომის ვიზიტი საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა ის უკვე რამდენჯერმე გადაიდო.