"დემოკრატიული მოძრაობა" შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ არ გამორიცხავს, რომ მისმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს , - ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს პოლიტპატიმრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"შუალედურ არჩევნებში კანდიდატების დასახელება ჯერ ნაადრევია, რადგან დღეს გამოცხადდა არჩევნების დღე. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, არ გამოვრიცხავ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან პარტია გადადის სრულიად სხვა რეჟიმზე, რადგან ქვეყანაში სულ სხვა ვითარებაა შექმნილი ვიდრე 1 ოქტომბრამდე იყო და იმედი მაქვს, რომ საარჩევნოდ კიდევ უფრო გაუმჯობესდება. აქედან გამომდინარე ჩვენი პარტია ყველა არჩევნებში ჩაერთვება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს მომავალში ის სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.