თბილისის მერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

თბილისის მერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

თბილისის მერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ავჭალაში, ყოფილი ბავშვთა პანსიონის ბაზაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრი ორ ორსართულიან შენობას მოიცავს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სკოლა განთავსდება.
სასწავლო ცენტში თავდაპირველად 50 ბავშვი სწავლისა და რეაბილიტაციის სრულყოფილ კურსს გაივლის. ცენტრში, როგორც პედაგოგები, ასევე სხვადასხვა პროფილის ექიმები დასაქმდებიან. სწავლის შემდეგ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სამკურნალო და შრომითი თერაპიით დაკავდნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა მარტში დასრულდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ეზოში საცურაო აუზი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყობა. ეზო ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებისთვის. ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა.