მოსკოვის პოლიციამ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის პოლიციამ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის პოლიციამ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში "ინტერფაქსს" განუცხადეს, რუსეთში მასობრივი არეულობის მომზადებაში ბრალდებული ქართველი პოლიტიკოსი ძებნილ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.

ამასთან, გუშინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბლადებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემცე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.