კახეთში სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

კახეთში სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

კახეთის რეგიონში ხუთი რაიონის სალიანდაგო სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქცია გურჯაანში იმართება. 150-მდე მუშამ დღეს დილიდან ტექნიკური სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვა.

აქციის მონაწილეები, ხელფასების გაორმაგებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მე-13 ხელფასის ჩარიცხვას ითხოვენ.
გაფიცული მუშებისგან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და ისინი თავიანთ მოთხოვნებს წერილობით "საქართველოს რკინიგზაში" გადააგზავნიან. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუშები გაფიცვებს გააგრძელებენ.

დღეს მათ შეხვდა აღმოსავლეთ საქართველოს სალიანდაგო სამსახურის წარმომადგენელი და პრობლემების მოგვარებას დაპირდა. რკინიგზელები გუშინ ზესტაფონსა და ხაშურშიც გაიფიცნენ.