ნანა კაკაბაძე ინფორმაციას ნაძალადევში მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრის შესახებ სისულელეს უწოდებს

ნანა კაკაბაძე ინფორმაციას ნაძალადევში მაჟორიტარად შესაძლო კენჭისყრის შესახებ სისულელეს უწოდებს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გავრცელებულ ინფორმაციას ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლო კენჭისყრის შესახებ სისულელეს უწოდებს. 

როგორც კაკაბაძემ "ინტერსპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, დეპუტატობის სურვილი აზრადაც არ მოსვლია.

"არ ვიცი ამ სისულელეებს ვინ ავრცელებს, თავშიც არ მომსვლია აზრი, ჩემი ცხოვრების მანძილზე, ოდესმე გავმხდარიყავი დეპუტატი და დღეს რატომ ხდება აბსურდების გამოგონება, არ ვიცი. თუმცა დადგება დროც, როცა არჩევნები ჩატარდება და მერე გახდება ცნობილი. მივეჩვიე, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ მუდმივად რაღაცას იგონებს", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.