ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ ფრაქცია

ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობა" კიდევ ერთმა წევრმა - ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "თავისუფლებას" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ზურა გაჩეჩილაძემ დამოუკიდებლად მიიღო და უკვე შეუერთდა ფრაქცია "თავისუფლებას". შიხიაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძარობის" რღვევა გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ხალხი არ მიიღებს იმას, რის გამოც გააკეთა არჩევანი.

"ხალხს უნდა სამართლიანი, დაბალანსებული ხელისუფლება ქალაქში. აქედან გამომდინარე, ყველა გონეირი, ღირსეული ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გაემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას" და უახლოეს მომავალში დატოვებენ მათ რიგებს", - განაცახდა ირაკლი შიხიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თავად ზურა გაჩეჩილაძემ რატომ არ გააკეთა ეს განცხადებნა, შიხიაშვილის ინფორმაციით, ის თბილისში არ იმყოფება, ერთ კვირაში ჩამოვა თბილისში და თვითონ გამოეხმაურებაამ ფაქტს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რის გამოც დატოვა ფაქრცია ზურა გაჩეჩილაძემ, შიხიაშვილი ამბობს, რომ მიზეზი არის ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ბოლო დროს, ხოლო მთავარი მასტიმულირებელი იყო 8 თებერვალი.

შიხიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ "ნაციონალური მოძრაობაა", 29 დეპუტატით, ხოლო ოპოზიციაში - 18. რაც შეეხება კონკრეტულად ფრაქცია "თავისუფლებას", მათი რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.