ფინანსთა მინისტრი და მისი მოადგილეები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს ჩააბარებენ

ფინანსთა მინისტრი და მისი მოადგილეები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს ჩააბარებენ

ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის მოადგილეები დღეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს ჩააბარებენ. გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. 

აქციის "ლეიკემია იკურნება" ფარგლებში ფინანსთა სამინისტროსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ "სისხლის ბანკს" შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.