ჩელიაბინსკში მეტეორიტი ჩამოვარდა: დაზარალებულია ათეულობით ადამიანი

ჩელიაბინსკში მეტეორიტი ჩამოვარდა: დაზარალებულია ათეულობით ადამიანი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრი ჩელიაბინკის ოლქში მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულების შესახებ იუწყება. რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, უკვე მრავალრიცხოვანი მიმართვებია ტრამვებთან და დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების მონაცემებით, ძირითადი მასა დედამიწაზე ჩელიაბინკის ოლქში, რაიონულ ცენტრ სატკადან 80 კილომეტრში ჩამოვარდა. ინტერნეტის მომხმარებლები იუწყებიან, რომ ერთ-ერთი ჩამოვარდნილი მეტეორი ჩელიაბნკის თუთიის ქარხანას დაეცა, რომლის ნანგრევებშიც, შესაძლოა, დაზარალებულები იმყოფებიან. მცირე ხნით ადრე, გავრცელდა ხმები, რომ ჩელიაბინკის, ეკეტერინბურგის და ტიუმენის ცაზე გაურკვეველი აფეთქებები და ნათებები ხდებოდა.

რეგიონულმა ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა, რომ ჩელიაბინკში მეტეორების წვიმა დაფიქსირდა, რომელიც მეზობელ რეგიონებშიც კარგად შეიმჩნეოდა. ქალაქის ადმინისტრაცია მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ დაბრუნდნენ სახლებში, ბავშვები დაცულ ადგილას გადაიყვანონ და არ ჩავარდნენ პანიკაში.

ცნობილია, რომ ამერიკის კოსმოსურმა სააგენტო „ნასამ" საფეხბურთო მოედნის ნახევრის ზომის ასტეროიდი დააფიქსირა, რომელმაცც დედამიწიდან 27,7 კილომეტრში ჩაიქროლა.