ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრები მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ

ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრები მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ

ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრები, რომელთაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს განცხადებას შეიტანენ.

ისინი 8 დეკემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტში დამნაშავეების დასჯასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ყოფილი პატიმრების აზრით, 8 თებერვალს მათი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა.