გიგი უგულავას იძულებითი დაკითხვის შესახებ სასამართლო განჩინებას 18:00 საათამდე მიიღებს

გიგი უგულავას იძულებითი დაკითხვის შესახებ სასამართლო განჩინებას 18:00 საათამდე მიიღებს

დღეს, 15 თებერვალს, 18 საათამდე გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა სასამართლო განჩინებას, რომლის საფუძველზეც დედაქალაქის მერი გიგი უგულავა იძულების წესით დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავას იძულებით დაკითხვის შესახებ სასამართლოს მიმართა. გიგი უგულავამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადება დაკითხვაზე.