ბიძინა ივანიშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულაჰ გიულის შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. საუბრის ძირითადი თემა ორი მეზობელი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხებოდა.
საუბარი წარიმართა ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თბილ, მეგობრულ გარემოში წარიმართა.