ლევან გოგიჩაიშვილი -

ლევან გოგიჩაიშვილი - "ნაციონალებმა" მოირგეს წამებულის მანტია

უფლებადამცველები ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან ჩიტაძე და ჯაბა ჯიშკარიანი 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის მერისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების დასჯას მოითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, "ნაციონალებმა" მოირგეს წამებულის მანტია და ცდილობენ თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ.

"ჩვენ არ გვჭირდება არავისგან მითითები თუ რა ვაკეთოთ, სააკაშვილის წინააღმდეგ. მან და მისმა რეჟიმმა 9 წლის განმავლობაში მძიმე პირობებში გვამყოფეს, 190-მდე ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს", - აცხადებს ლევან გოგიცჰაიშვილი.

დღესვე უფლებადამცველებმა ისაუბრეს გუშინ "მაესტროში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც ლევან ჩიტაძე აცხადებს, უმცირესობის წარმომადგენლის ქმედება უპასუხისმგებლო იყო.