დიმიტრი ლორთქიფანიძე ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართავს

დიმიტრი ლორთქიფანიძე ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართავს

ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართავს. ლორთქიფანიძემ მიმართვა "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"ამ თვეების განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი ციხის კადრებთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას – თუ ვინ, როდის, ვისი დაკვეთით თუ თხოვნით, ვისი დახმარებით, რა ვითარებაში, დროის რა მანძილზე, რა მოტივით, იღებდა, გამოჰქონდა, ვის აძლევდა და რატომ აღნიშნულ მტკიცებულებებს. არც ერთხელ ამ საქმესთან დაკავშირებით არ გამიკეთებია კომენტარი და დღეს, როდესაც გარკვეული ინფორმაცია დაგროვდა, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ, არც თუ უმნიშვნელო გარემოებაზე. როგორც ცნობილია, ლადო ბედუკაძემ მაშინ თავი ბელგიას შეაფარა, ბელგიაში ლეგალურად მოსახვედრად კი შენგენის შეთანხმების ხელმომწერ სახელმწიფოთაგან ერთ–ერთის ვიზა მაინც არის საჭირო, ვიზის მიღება კი, შესაბამისი აპლიკაციის შევსებისა და საკონსულო წარმომადგენლობაში გასაუბრების გავლის შედეგად არის შესაძლებელი(მიუ ხედავად დაპირებული გამარტივებული სავიზო რეჟიმისა, ევრო კავშირში შეღწევა მრავალი ჩვენი თანამოქალაქისთვის ოცნებად რჩება!.. როგორც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ირკვევა, ლადო ბედუკაძეს არც აპლიკაცია შეუვსია და არც ანკარაში გამგზავრებულა სლოვენიის ვიზის მისაღებად, მას გამოართვეს პასპორტი და გარკვეულ ხანში დაუბრუნეს ვიზაჩარტყმული, რაც იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლი ერთვება საქმეში! ბუნებრივია ისმის კითხვა, ვის ინტერესებში იყო ბედუკაძის ქვეყნიდან წასვლა? ვინ გამოართვა ბედუკაძეს პასპორტი სლოვენიის ვიზის მისაღებად? ვისი ოფიციალური წარდგინებით შევიდა სლოვენიის საკონსულო წარმომადგენლობაში ბედუკაძის პასპორტი?"-წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.