ლიკა ყაზბეგი დღეს სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში თხოვდება

ლიკა ყაზბეგი დღეს სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში თხოვდება

"ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს" ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი დღეს სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში თხოვდება.

როგორც "პირWელს" თავად პატარძალმა განუცხადა, ხელისმოწერის ცერემონია რუსთავის მე-16 დაწესებულებაში დღეს - ვალენტინობის დღესასწაულზე, 15:00 საათზე გაიმართება.

ლიკა ყაზბეგის რჩეული მსჯავრდებული გიორგი ჯელაძეა, შესაბამისად, ხელის მოწერის ცერემონიაც ამ მიზეზის გამო ციხეში შედგება.

როგორც სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, მის რჩეულ იგი დიდი ხანია, იცნობს.

"მის პატიმრობას ჩვენი ურთიერთობებისთვის ხელი არ შეუშლია. ვფიქრობდი, რომ როდესაც ციხიდან გამოვიდოდა, ქორწილი მაშინ გვქონოდა, თუმცა გიორგიმ ძალიან იაქტიურა, რომ ხელი საპატიმროში ყოფნის პერიოდში მოგვეწერა", - განაცხადა ყაზბეგმა და დასძინა, რომ ჯვრისწერის ცერემონია გიორგის ციხიდან გამოსვლის შემდეგ შედგება.

პატარძლის მეჯვარეები კი სასაჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა და ჟურნალისტი გოგა ბერიძე იქნებიან. ლიკა ყაზბეგი "მარიონელას" საღამოს კაბაში იქნება გამოწყობილი.

მართალია, ქორწილს გარკვეული მიზეზების გამო სტუმრების დიდი რაოდენობა ვერ დაესწრება და ვერც პომპეზური იქნება, თუმცა როგორც ლიკა ყაზბეგი აცხადებს, "ეს ყველაზე დიდი პროექტია, რაც მის ცხოვრებაში განუხორციელებია".

ყაზბეგის თქმით, თავად სასჯელაღარულების მინისტრი სოზარ სუბარიც საქმის კურსშია.