დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ `ბიბისი~ იუწყება.

თვითმფრინავი, AN 24-ი, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები დონეცკის `შახტარისა~ და დორტმუნდის "ბორუსიას" საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად გადაჰყავდა, ოდესა-დონეცკის მიმართულებით შიდა ჩარტერულ რეისს ასრულებდა.

თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და ავარიული დაშვება განახორციელა დონეცკის აერპორტში. მგზავრთა უმრავლესობამ თვითმფრინავის აფეთქებამდე მოასწრო ლაინერიდან გადმოსვლა.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია თვითმფრინავისთვის ცეცხლის გაჩენა.