თინა ხიდაშელი გიგი უგულავას შეახსენებს, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა კანონების მიხედვით იმართება

თინა ხიდაშელი გიგი უგულავას შეახსენებს, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა კანონების მიხედვით იმართება

დეპუტატი თინა ხიდაშელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მათ შორის ქალაქის მერს, გიგი უგულავას შეახსენებს, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანა კანონების მიხედვით იმართება , რომელიც ყველასათვის თანაბარია.

„მარტივი კითხვა მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ, მთელმა საქართველომ რომ გადაწყვიტოს გიგიზე ნაკლები რით ვართო და მოდით და სახლში დაგვკითხეთო, შს სამინისტრო როგორ უნდა მოიქცეს? ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ თამაშის წესები ყველასთვის თანაბარია და ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობს, იმის მიუხედავად ის ქალაქის მერია, თუ თბილისის რომელიმე უბანში მაცხოვრებელი“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები დასაკითხ პირთან მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდიან თუკი ის არის პატიმარი, ან ავადმყოფი. როგორც ხიდაშელი ამბობს, აირჩიოს უგულავამ ამათგან რომელია და შს სამინისტროს წარმომადგენლები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.