მარლონ ბრანდო 2004 წელს გარდაიცვალა. ანდერძის შესაბამისად მისი ფერფლის დიდი ნაწილი გაბნეულ იქნა კუნძულ ტაიტიზე და ე.წ. „სიკვდილის ველზე“. ფერფლის მცირე ნაწილი კი მისმა შვილმა, კრისტიანმა სახსოვრად შენახა.
2008 წელს კრისტიან ბრანდო გარდაიცვალა და მარლონის ფერფლი მისმა მეგობარმა ქალმა დონა ლოპეს გეონმა დაისაკუთრა. თუმცა, ეს გარემოება მიუღებელი აღმოჩნდა მსახიობის პირველი ცოლისათვის – ანა ქაშფისათვის. მან სარჩელი ლოს–ანჯელესის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა.
ლოპეს გეონი აცხადებს, რომ კრისტიანს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და იგი წინააღმდეგი იქნებოდა, რომ „რელიქვია“ მას დარჩენოდა.
- „როგორც კი გავიგე, რომ ბრანდოს ფერფლზე მისი ცოლი აცხადებდა პრეტენზიას, დიდი ნაწილი ბევერლი–ჰილზზე მოვფანტე და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი დავიტოვე. ასე რომ სულ ტყუილად ჩივის“ – აცხადებს მარლონ ბრანდოს შვილის მეგობარი ქალი.