კითხვები მიშას (საქართველოს გადამრჩენელად თვითშერაცხულს)

კითხვები მიშას (საქართველოს გადამრჩენელად თვითშერაცხულს)

ბატონო მიშა! 

რატომ მიეცით 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს, როდესაც იცოდით, რომ მან ფული რუსეთში იშოვა? 

რატომ ჩამოართვით 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ ის ამავდროულად sაფრანგეთის მოქალაქეც არის? საფრანგეთი, რომელმაც თქვენივე განცხადებით, „საქართველო იშვილა“, განა ბიძინა ივანიშვილზე ცუდ გავლენას მოახდენდა? იქნებ საფრანგეთმა საქართველო 2011 წელს სწორედ იმიტომ „იშვილა“, რომ მანამდე „ნაშვილები“ მოქ. ივანიშვილის მოქალაქეობით კმაყოფილი იყო? 

როდესაც თქვენ ხარჯავდით ბიძინა ივანიშვილის ფულს სახელმწიფო ობიექტების და სამსახურების (პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს, თავად მთავრობის) დასაფინანსებლად, რატომ არ ფიქრობდით იმაზე, სად ნაშოვნი ფული იყო ეს და რატომ გაგახსენდათ ეს მხოლოდ 

 მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თქვენი ოპონენტი გახდა? 8 წელი გეძინათ? 

რატომ უნდა გენდოთ საქართველოს მოსახლეობა თქვენ, რომელიც მას 8 წელია უღმერთოდ ატყავებთ, ლტოლვილებს გადასახლებებს უწყობთ, გარემოვაჭრეებს ახრჩობთ, გლეხებს აკოტრებთ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავთ, პენსიონერებს ატყუებთ, პატიმრებს აწამებთ, 

 ჟურნალისტებს ამუნჯებთ, მოსამართლეებს იმონებთ, ბიზნესს კრიშავთ, მინისტრებს ურტყამთ და ქვეყანას ნაწილ-ნაწილ ყიდით? და არ უნდა ენდოს – ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მას 8 წელია ეკლესიებს და თეატრებს უშენებს და მეცნიერებს და კულტურის მოღვაწეებს ინახავს? იმიტომ, რომ ივანიშვილს რუსეთში აქვს ფული ნაშოვნი?

ბიძათქვენი ვისი მოქალაქეა დღემდე და ვისი კვოტით იშოვა ადგილი გაეროში??? კახა ბენდუქიძეს სად აქვს ნაშოვნი ფული? კობა ნაყოფია სად გამდიდრდა? ბიძათქვენ თემურის მეგობარმა ბიზნესმენ-გენერალმა გენერალოვმა სადაური ფულით იყიდა „მადნეული“? 

ბატონო მიშა, ბუში რომ იდგა თავისუფლების მოედანზე და დემოკრატიის შუქურად გნათლავდა, ძაან მაგარი იყავით და ახლა, სარკოზის ვიზიტის მერე სიმაგრის მომატება უკვე იგრძენით, თუ ჯერ – ვერა? 

სარკოზი რატომ არ გააცილეთ აეროპორტში, განა მშობელს ეგრე უნდა ექცეოდეს ნაშვილები? 

გეშინიათ? 

ჰო, მართლა – ვანო სად არის? იცით, ამწუთს, ვანო სად არის და ვის ელაპარაკება ტელეფონზე?

ecorcemes Jimmy, USA 2022 05 29 09 25 53 <a href= ბმული pills for sale</a> Lipid digestion and absorption in early life an update
5 თვის უკან