საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს, თურქეთის ქალაქ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო , რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება თანაუგრძნობს დაღუპულისა და დაშავებულთა ოჯახებს.
"ქართული მხარე მკაცრად გმობს აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თურქეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში",-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.