მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-მ რუსეთს შერიგება შესთავაზა

მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-მ რუსეთს შერიგება შესთავაზა

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგი ლავროვსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დახულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები იყო. ფორუმზე ორივე გამოვიდა: ისაუბრეს სირთულეებზე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ სირთულის გადალახვა შეიძლება.

გაზეთ "კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების back on track - ის "ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება სურს და ფიქრობს თუ როგორ გააკეთოს ეს.

ერთ ერთი ასეთი სფერო - მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლაა. გაზეთისათვის ცნობილი გახდა პირობები რომლებზეც მოსკოვი თანახმა იქნება ვაშინგტონთან ახალი ხელშეკრულების ხელის მოწერაზე ნან ლუგარის ბირთვული, ქიმიური და ბაქტეოროლოგიური იარაღის უტილიზაციის პროგრამის სანაცვლოდ. ამ პროგრამას ვადა მაისში გასდის და რუსეთი მის გაგრძელებას არ აპირებს, ვინაიდან მას მორალურად მოძველებულად და დისკრიმინაციულად მიიჩნევს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ რუსეთმა აშშ-ს ჯერ კიდევ ოქტომბერში აცნობა.
თუმცა, "კომერსანტის" წყაროს ინფორმაციით, მოსკოვმა შესაძლოა ვაშინგტონთან ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას ამ სფეროში "თუკი ის დაფუძნებული იქნება და გაითვალისწინებს ახალ რეალობებს". ახალი შეთანხმების გაფორმებისას მოსკოვს რიგ ობიექტებზე ამერიკელების მისაწვდომობის შეკვეცა სურს.

მომავალი შეთანხმების პარამეტრებზე სამსჯელოდ მოსკოვს თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღებაზე კონტროლის საკიტხებში როუზ გეტემიულერი ეწვევა.
"ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ მიუნხენის კონფერენცია 49-ჯერ გაიმართა და როგორც ყოველთვის სასტუმრო Bayerischer Hof -ს შენობაში. სწორედ იქ გამოვიდა 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტი ერთპოლარული მსოფლიოს მკაცრი კრიტიკით, რომელიც მრავალმა ცივი ომის დროში დაბრუნებად მიიღო. მაგრამ 2009 წელს იგივე ჯო ბაიდენმა აქვე მიუწოდა მოსკოვს "ხელი დააჭიროს გადატვირთვის ღილაკს".

ახლანდელი ფორუმის ზოგადი ტონი კონფრონტაციული არ იყო და დასავლელი ლიდერების კრიტიკა რუსეთისადმი არ იყო მიმართული - წერს "ნოვიე იზვესტია". შეხვედრის მონაწილე ამერიკელმა სენატორმა ჯონ ბაიდენმაც კი განაცხადა, რომ "აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს".

თავად სერგეი ლავროვმა მიუნხენიდან დაბრუნებისას "როსიისკაია გაზეტასთან" საუბარში განაცხადა, რომ : "ჩვენი ამერიკელი პარტნიორები კარგად აცმობიერებენ, რომ საერთაშორისო პრობლემების უმრავლესობის გადაწყვეტა რუსეთისა და აშშ-ს გარეშე შეუძლებელია". მისივე თქმით, "რუსეთს ყოველთვის აქვს თავისი დამოუკიდებელი პოზიცია, რომელიც მისაღებია კონფლიტში მონაწილე მხარეებისათვის". რუსეთი მათ, როგორც დამასტაბილიზებელი ფაქტორი სჭირდებათ.

"ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფოები განვითარდნენ და ამაში ყველა მხრიდან პარტნიორებს დაეყრდნონ. მე ამის შესახებ ჯო ბაიდენს ვუთხარი და მოვუწოდე მას, თუ ჩვენ მართლაც ვართ გარდაუვალი პარტნიორები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის საკითხში, ჩვენი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ყველა კრიზისში ისეთ ფაქრტორებს, რომლებიც ჩვენთვის საერთოა და არა უბრალოდ გათვლას, რომ რუსეთი ავტომატურად რაღაცას შეუერთდება. მე ვიგრძენი, რომ მან ეს გაიგო და ეს ჩემი აზრით პოზიტიური მომენტია", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.