ჯაბა სამუშიამ შესაძლოა,

ჯაბა სამუშიამ შესაძლოა, "ქრისტიან-დემოკრატები" დატოვოს

ჯაბა სამუშია "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბა სამუშია "ქართულ ოცნებაში "გადასვლას აპირებს.

"ინტერპრესნიუსი" "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერ გიორგი თარგამაძესთან და თავად ჯაბა სამუშიასთან დაკაშირებას უშედეგოდ ცდილობს. ისინი ამ დრომდე "ინტერპრესნიუსის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ამასთან, გასულ კვირაში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ზაზა გაბუნიამაც დატოვა.