მიხეილ მაჭავარიანის დაკითხვას

მიხეილ მაჭავარიანის დაკითხვას "ნაციონალები" უარყოფენ

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიხეილ მაჭავარიანის პროკურატურაში დაკითხვას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უარყოფს. 

ამის თაობაზე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

"გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ მაჭავარიანი ყოფილ პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე დაკითხეს. გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მიხეილ მაჭავარიანი პროკურატურაში დაბარებული არ ყოფილა. იგი იმყოფება მივლინებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.