საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დღეს განცხადებას გააკეთებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დღეს განცხადებას გააკეთებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დღეს ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ . წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერები ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრთან 2 თებერვალს გამართული შეხვედრის დეტალებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებენ. 

ბრიფინგი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ხვალ, 12.00 საათზე დაიწყება.

ამასთან, 2 თებერვლის შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან პინგ-პონგის თამაშს წყვეტენ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღიურად ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, რაზეც ხელისუფლებას მომავალში რეაგირება აღარ ექნება.

"სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად სიცრუის ტირაჟირება ხდება. მერაბიშვილი ეკონომიკაში კრიზისზე და ათას რაღაცაზე საუბრობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათ განცხადებებზე რეაგირებას აღარ გავაკეთებთ და პინგ-პონგს აღარ ვითამაშებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2 თებერვალს.