ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო

ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო

ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც პრემიერმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა .

"ქვეყანამ დაკარგა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გონიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის - საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებაში. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული და ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხს გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.