2013 წელი თამარ მეფის წლად ცხადდება

2013 წელი თამარ მეფის წლად ცხადდება

აქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებით, 2013 წელი თამარ მეფის წლად ცხადდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა .

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 2013 წელი საიუბილეო წელია, რადგან მეცნიერები ფიქრობენ, რომ წელს თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წელი სრულდება.

"არსებობს სხვა მოსაზრებებიც, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ასე თვლის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ წელს თამარ მეფის წელი დაერქვას. წმინდა თამარ მეფე შეეწიოს სრულიად საქართველოს, გაამთლიანოს და გაახაროს ქვეყანა და ყოველი ადამიანი", - ბრძანა უწმინდესმა.