ოს სეპარატისტებს ირაკლი ალასანიას განცხადება არ მოეწონათ

ოს სეპარატისტებს ირაკლი ალასანიას განცხადება არ მოეწონათ

ოსი სეპარატისტები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ საქართველო-რუსეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი 

"საქმე იმაშია, რომ 2008 წელის აგვისტოში ომი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარეობდა. ის რომ ომი საქართველომ დაიწყო ევროკავშირის მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ეს იყო საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რუსეთი კი სამხრეთ ოსეთისა და რუსი მოქალაქეების. მათ შორის, რუსი სამშვიდობოების დასახმარებლად მოვიდა", - აცხადებს ჯიოევი და სრულიად ლოგიკურად მიიჩნევს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი სწორედ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაფორმდეს და სწორედ საქართველომ უნდა მისცეს სამხრეთ ოსეთს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტია.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთოერთობებს, ჯიოევის აზრით ამ სახელმწიფოების საქმეა და ის ქართულ-ოსურ ურთიერთობებთან მიბმული არ უნდა იყოს.

"თუმცა სააკაშვილი და საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის არსებობას - არ იმჩნევენ. სამხრეთ ოსეთი ისეთივე სამართლებრივ საფუძველზე შეიქმნა როგორც საქართველო და სამხრეთ ოსეთს არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს ტერიტორიასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან", - აცხადებს ჯიოევი და აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ძირითადი მიზანი სწორედ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმებაა.