მინდია გულუა პრეზიდენტ  საქართველოს მოქალაქეობას სთხოვს

მინდია გულუა პრეზიდენტ საქართველოს მოქალაქეობას სთხოვს

პარტია "განახლებული საქართველოსთვის" საერთაშორისო მრჩეველი მინდია გულუა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას სთხოვს.

ამის შესახებ გულუამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა.

"მე აქტიური ადამიანი ვარ, ჩემი პასიურობა გამორიცხულია. ვიცი, რომ საქართველოში მძიმე პერიოდია. მინდა, გითხრათ, რომ ჩემისთანა ბიზნესმენები საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უკეთესი მომავალი ჰქონდეს. მე ვაპირებ თანამშრომლობას ყველა ძალასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მიხეილ სააკაშვილს მივამართო, ვიცით, რომ მისი ვადა ოქტომბრამდეა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭოს", - განაცხადა გულუამ.