ჯანი ბუკიკიო - აუცილებელია, შეიცვალოს კონსტიტუცია

ჯანი ბუკიკიო - აუცილებელია, შეიცვალოს კონსტიტუცია

არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული და მესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს, რათა პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს", - ამის შესახებ დღეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრემიერ-მინიტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის შეცვლა აუცილებელია.

"აუცილებელია,  შეიცვალოს კონსტიტუცია, რომ თავიდან იქნას აცილებული და მოხდეს ლიმიტირება სახელმწიფო მეთაურის ძალაუფლებისა, რომელიც აძლევს მას უფლებას, დაითხოვოს მთავრობა და აირჩიოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე", – აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

ჯანი ბუკიკიოს ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჯანი ბუკიკიოსთან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების გატარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ სტაბილურობას მიაღწიოს და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი შედგეს.