პაატა ზაქარეიშვილმა ჯანი ბუკიკიოსთან კონფლიქტური რეგიონების საკითხი განიხილა

პაატა ზაქარეიშვილმა ჯანი ბუკიკიოსთან კონფლიქტური რეგიონების საკითხი განიხილა

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, ძირითადი თემა ამ შეხვედრის, რა თქმა უნდა, იყო კონფლიქტური რეგიონები, საქართველოს ტერიტორიული მოწყობა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით.

"ჩვენ არაერთხელ გვქონდა ურთიერთობა ევროპის საბჭოსთან სწორედ ამ მიმართულებით. ადრე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მომზადებული იყო კონცეფცია საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე, სადაც აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსზე იყო საუბარი და მაშინ იქ ჩართული იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და მათთან გვქონდა საუბარი. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ცნობილი იყო. ჩვენ განვაგრძეთ საუბარი, რამდენად შეიძლება მომავალი საქართველოს მოწყობა სწორედ კონფლიქტური რეგიონების გათვალისწინებით და მათთან კონფლიქტების მოგვარების შემდეგ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.