ალექსი პეტრიაშვილი - ხელისუფლება და უმცირესობა ერთსულოვანია იმაში, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი

ალექსი პეტრიაშვილი - ხელისუფლება და უმცირესობა ერთსულოვანია იმაში, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი

მიუხედავად არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმცირესობა ერთსულოვანია იმაში, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის ინიციატივს კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც საგარეო კურსი ქვეყნის კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული.

"ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, რომ საქართველოს პარლამენტში ფრაქციებს შორის შემდგარიყო გარკვეული თანხმობა, რაიმე ფორმით მომხდარიყო დეკლარირება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უცვლელობასთან დაკავშირებით. დღეს ვერ გეტყვით საბოლოოდ რა სახეს მიიღებს ეს, აისახება კონსტიტუციაში, მიეძღვნება ამას სპეციალური კანონი თუ ინტერფრაქციული დოკუმენტი იქნება, რომლის პროექტი ჯერ კიდევ 18 იანვარს შესთავაზა უმრავლესობამ უმცირესობას განსახილველად", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი არიან ერთგული იმ მისწრაფების, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია და ეს არის საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში.