მძღოლების ნაწილი გაფიცვას  აგრძელებს

მძღოლების ნაწილი გაფიცვას აგრძელებს

ფინანსთა სამინისტროსთან, საინიციატივო ჯგუფის მიერ გახმიანებლმა ინიციატივამ მძღოლების გაფიცვის შეწყვეტის შესახებ, აქციის მონაწილეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსის გაფიცული მძღოლების ნაწილი გაფიცვის შეწყვეტაზე  უარს აცხადებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, გაფორმდებოდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „თბილისის მიკროავტობუსი“ ვალდებული იქნებოდა შეესრულებინა ის დაპირებები, რომელიც მათ გუშინდელ შეხვედრაზე გააცნეს საინიციატივო ჯგუფის წევრებს. მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი არ ენდობიან „თბილისის მიკროავტობუსს“, ამიტომ ჯერ გეგმის შემცირება უნდა მოხდეს აუცილებლად და შემდეგ შეწყდეს გაფიცვა.