ფინანსთა სამინისტროს მძღოლებისადმი მერის შეთავაზება რთულად განსახორციელებლად მიაჩნია

ფინანსთა სამინისტროს მძღოლებისადმი მერის შეთავაზება რთულად განსახორციელებლად მიაჩნია

ფინანსთა სამინისტროში მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი თაბუაშვილსა და მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თაბუაშვილმა განუცხადა, მძღოლები ითხოვენ, რომ "თბილისის მიკროავტობუსის" ფინანსური საქმიანობით დაინტერესდეს ფინანსთა სამინისტრო.

თაბუაშვილის განმარტებით, როდესაც მძღოლები ფინანსთა სამინისტროში შეიტანენ განცხადებას, უწყება გაეცნობა ამ განცხადებას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მძღოლების თქმით კი, მათ მიიღეს იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, მერიის შეთავაზებაზე, რომ ფიქსირებული გადასახადი თვეში 10 ლარი გახდეს, ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ეს რთულად განსახორციელებელია და მაშინ მძღოლებისთვის კანონმდებლობაში სპეციალური ცვლიებებია საწირო.

ასევე, როგორც მათ განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ტენდერის შესახებ და ასევე იმ დავალიანებებზე, რომლებიც მძღოლებს 2012 წლიდან მოყოლებული გააჩნიათ.