მამუკა არეშიძე – არ გამოვრიცხავ, რომ ევდოკიმოვის განცხადება პროვოკაციაა

მამუკა არეშიძე – არ გამოვრიცხავ, რომ ევდოკიმოვის განცხადება პროვოკაციაა

ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ საქართველო რაიმე ტიპის კავშირში გაწევრიანდეს რუსეთთან, -ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ისინი თვითონ მიიჩნევენ, რომ დსთ არის გუშინდელი დღე, ხვალინდელი დღე არის ევრაზიული კავშირი. ევდოკიმოვს რომ ეს კავშირი ეხსენებინა, მაშინ მეც შევშფოთდებოდი. მე მივიჩნევ, რომ ევდოკიმოვის ეს განცხადება არის ერთგვარი ზონდაჟი, თუ როგორ შეხვდება ამას როგორც ქართული ასევე რუსული საზოგადოება და არ გამოვრიცხავ, ეს არის პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის ინიციატივა-პროვოკაცია რუსეთის მხრიდან. იქ მაინც არის ჯგუფი, რომელიც იბრძვის გავლენებისთვის კრემლში. მე აქ სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ საქართველო რაიმე ტიპის კავშირში გაწევრიანდეს რუსეთთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყოს რაღაც სხვა ტიპის კავშირების არსებობა. საქართველოს სჭირდება სერიოზული კომპენსაცია. როგორი ტიპის იქნება კომპენსაცია, მსჯელობის საგანია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ეს ვერ მოხდება ვერავითარ შემთხვევაში. განცხადებების დონეზე მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება ამ აზრზე დგას ", –აცხდებს არეშიძე.

არეშიძე აღნიშნავს, რომ როდესაც რუსეთში იმყოფებოდა, მას ჰქონდა შეხვედრები მათ შორის კრემლთან დაახლოებულ ექსპერტებთანაც და ამ შეხვედრებზე დსთ ნახსენები არ ყოფილა. მისი თქმით, ქართული საზოგადოებისათვის დასავლურ ორიენტაციას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს.

"ხელისუფლებას უნდა თუ არა, სწორედ ამ ჩარჩოში უნდა იმოძრაოს და ახალ ხელისუფლებას ამ ჩარჩოსგან განსხვავებული აზრი არ აქვს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით არც განცხადება გაკეთებულა და არც რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადადგმულა", - განაცხადა არეშიძემ.

რამდენიმე დღის წინ, რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის