„თბილისის მიკროავტობუსის“ მიკროავტობუსებს დააყადაღებენ

„თბილისის მიკროავტობუსის“ მიკროავტობუსებს დააყადაღებენ

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ შევიდნენ. ბიუროს თანამშრომლები ამჟამად, გლდანის ავტოპარკში მიკროავტობუსებს აყადაღებენ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ შემოსულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი საქმეში არის სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“ მოვალე კი კომპანია „თბილაინი“.

 უწყების ინფორმაციით, საქმე საკრედიტო დავალიანებას ეხება.

„მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი, რომლის ფარგლებშიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა დააყადაღეს კომპანია „თბილლაინის“ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონება (ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსები). აღსანიშნავია, რომ სულ დაყადაღდება 153 ერთეული, რაც საერთო რაოდენობის მცირე ნაწილს შეადგენს“, - აცხადებენ უწყებაში.

უწყების ცნობით, საკრედიტო დავალინაება 2 მილიონი ევროა.