რა ელის ლუკა კურტანიძეს?

რა ელის ლუკა კურტანიძეს?

რა ელის ლუკა კურტანიძეს - ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, თემურ ყაზარაშვილის ცემის ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ძალოვანმა უწყებამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მეორე ნაწილით დაიწყო და საქმეს ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლციის განყოფილება იძიებს.

შეგახსენებთ,  ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი და მოჭიდავე რაინდი აბრამიშვილი  ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს ცემასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.