ამ ეტაპზე, ამნისტია 3 790 პირს შეეხო

ამ ეტაპზე, ამნისტია 3 790 პირს შეეხო

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ 3 790 პირს ამნისტია შეეხო.

სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით,  „ამნისტიის შესახებ“  კანონის ამომედებიდან, საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა - 2 910 ბრალდებული/მსჯავრდებული, საპატიმრო სასჯელი  - 106 ბრალდებულს/მსჯავრდებულს გაუნახევრდა, ხოლო საპატიმრო სასჯელი  - 774 ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუმცირდა.

აღნიშნულ პირთაგან - 3 705 მამრობითი (არასრულწლოვანი - 9,  - სრულწლოვანი - 3 638, ხანდაზმული - 58) და 85 მდედრობითი (სრულწლოვანი - 82, ხანდაზმული - 3) სქესის იყო.