ბუკიკიო მოსამართლეთა მომზადების დონით კმაყოფილია

ბუკიკიო მოსამართლეთა მომზადების დონით კმაყოფილია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში მოსამართლეთა მომზადების ხარისხით კმაყოფილია.

ბუკიკიოს შეფასებით, მასზე შთაბეჭდილება  მოსამართლეების მომზადების შესახებ მიწოდებულმა ინფორმაციამ მოახდინა.

„იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონირებას გავეცანი - თუ როგორ ხდება მსმენელების ჩარიცხვა და მოსამართლეების მომზადება. რაც მოვისმინე, იმის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ხარისხიანი ტრენინგები იმართება და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მივიღე“, - განაცხადა ბუკიკიომ, რომელიც გუშინ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს შეხვდა, რომელი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.