ტელეკომპანია

ტელეკომპანია "მაესტროზე" შალვა რამიშვილს ჟურნალისტი თეონა გეგელია შეცვლის

ტელეკომპანია "მაესტროზე" შალვა რამიშვილს ჟურნალისტი თეონა გეგელია შეცვლის. 

ამის შესახებ რამიშვილმა დღეს "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, "მე-9 არხზე" მნიშვნელოვანი გეგმებით მიდის. კერძოდ, ჟურნალისტი აცხადებს, რომ თავდაპირველად არხზე შუა დღის შოუს გააკეთებს, შემდეგ კი მასშტაბური თოქ-შოუს გაკეთებას გეგმავს, რომელიც ეთერში კვირაში ერთხელ გავა.

რაც შეეხება "მაესტროდან" მისი წასვლის მიზეზებს, რამიშვილი განმარტავს, რომ ეს ქვეყანაში პოლიტიკურმა ცვლილებებმა და თავად არხის განახლების აუცილებლობამ გამოიწვია. 

"ჩემი ცვლილება "მაესტროში" მიმაჩნია მეტ-ნაკლებად შეუძლებლად. ამ არხზე, ამ ლოგოს ქვეშ ადამიანები მიცნობენ ისეთს, როგორც ვარ...… მე გადავწყვიტე, რომ წამოვიდე "მე-9 არხზე" და გავაკეთო სრულიად განსხავებული ფორმატის გადაცემა, ისეთი ფორმატის, როგორსაც მე არ მთავაზობდნენ "მაესტროზე", - აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა რამიშვილს "მაესტროზე" გადაცემა სუბიექტური აზრი მიჰყავდა.