მაია ფანჯიკიძე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. საქართველო დაინტერესებულია IT ტექნოლოგიებში ესტონეთის გამოცდილების გაზიარებით. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში სტუმრობისას, ანდრუს ანსიპმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერის კანცელარიაში დანერგილი ელექრტონული მართვის თანამედროვე სისტემები გააცნო. 
„ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში. ესტონელი სპეციალისტები მზად არიან ითანამშრომლონ ქართველ კოლეგებთან, სისტემების საქართველოში დანერგვის მიზნით.
შეხვედრისას, ასევე ვისაუბრეთ საქართველოს თანამშრომლობაზე ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოსა და ესტონეთის მონაწილეობას." - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრუს ანსიპმა.
„საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობაზე, მოგახსენებთ, რომ ესტონეთი არის ჩვენი ერთერთი მეგობარი, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში. გარდა ამისა, ძალზედ საინტერესო იყო იმ შენობის დათვალიერება, სადაც განთავსებულია ელექტრონული სისტემები და იყენებს ესტონეთის მთავრობა. ჩვენ გვაქვს სურვილი ამ სისტემების დანერგვისა და ამის გამო ქართველი სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ ესტონეთში. ჩვენ გვსურს გადავიღოთ მათგან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ამ ელექტრონული მომსახურების სისტემა, რომელიც თავის მხრივ არის ძალზედ საინტერესო, და ვფიქრობ, ისევე გამოგვადგება ჩვენ, როგორც ეს მომსახურება გამოადგა ესტონეთს. საუბარი შეეხო პრაქტიკულ საკითხებს, ძირითადად განვიხილეთ გლობალური საკითხები, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში." - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძე ტალინში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დილიდან მართავს. ხვალ დაგეგმილია შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან.