საკანონმდებლო ინიციატივებზე ვენეციის კომისია მუდმივ წარმომადგენელს გამოყოფს

საკანონმდებლო ინიციატივებზე ვენეციის კომისია მუდმივ წარმომადგენელს გამოყოფს

საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივებზე ვენეციის კომისია მუდმივ წარმომადგენელს გამოყოფს, - ამ სიახლის თაობაზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 
"ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აზრი გამოითქვა და შევთანხმდით, რომ ვენეციის კომისია გამოყოფს მუდმივ წარმომადგენელს, ოფიცერს, რომელთანაც ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვექნება სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე. პარლამენტს თავისი მუშაობის გრაფიკი აქვს. ის ვერ იმუშავებს იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც მუშაობს ვენეციის კომისია, როდესაც ის წელიწადში ორჯერ იკრიბება. ვფიქრობთ, ძალიან კარგი გამოსავალია, რომ იყოს მუდმივი წარმომადგენელი, რომელსაც ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას და მივიღებთ მისგან რეკომენდაციებს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა.