ტელეკომპანია

ტელეკომპანია "მზის" მოძრავი ქონება დაყადაღდა

ტელეკომპანია "მზის" მოძრავი ქონება დაყადაღდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. წყაროს ინფორმაციით, დაყადაღება მოხდა შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მოთხოვნის საფუძველზე, რომლის მოვალეც არის ტელეკომპანია "მზე".