დავით დარახველიძე წყნეთში დევნილ მოსახლეობას შეხვდა

დავით დარახველიძე წყნეთში დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, დავით დარახველიძე დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა, დღეს, პირველ მოადგილე, გოგი ფაცაციასთან ერთად მორიგი შეხვედრა დაბა წყნეთში დევნილთა ჩასახლებაში გამართა, სადაც მათი ძირითადი საჭიროებები მოისმინა.

დევნილებმა ძირითად პრობლემებად ელექტროენერგიის საერთო მრიცხველები, საცხოვრებელი ფართის დაკანონება, კანალიზაციის მილების მოწესრიგება და ელექტროენერგიის საფასურის დავალიანება დაასახელეს.

როგორც მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით კომპანიაში სამინისტრომ წერილი უკვე გაგზავნა და აღნიშნული საკითხი მოგვარდება. ასევე, სამინისტრო შუამდგომლობს დევნილებს, რომ მოხდეს დაგროვილი ელექტროენერგიის საფასურის გადანაწილება. რაც შეეხება სხვა პრობლებულ საკითხებს, დავით დახარველიძემ აღნიშნა, რომ დევნილ მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდით დაუდგება.

დავით დარახველიძე დევნილ მოსახლეობას ინტენსიურ რეჟიმში ხვდება. კომპაქტურ ჩასახლებებში ვიზიტის გარდა, მინიტრს სამინისტროში დაწესებული აქვს მიღების დღეები. მინისტრი მიღების დღეა სამშაბათი. დანარჩენ დღეებში კი დევნილებს მინისტრის მოადგილეები ხვდებიან. პარალელურად, სამინისტროში ფუნქციონირებს დევნილთა მისაღები ცენტრი, სადაც დევნილ მოსახლეობას სამუშაო დღეებში 10:00-დან 19:00 საათამდე ემსახურებიან.