სააკაშვილმა ჯანი ბუკიკიოს ყვარელში, საკუთარ სახლში უმასპინძლა

სააკაშვილმა ჯანი ბუკიკიოს ყვარელში, საკუთარ სახლში უმასპინძლა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოს ყვარელში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში Facebook პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი - ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, საერთო სასამართლოების შესახებ კანონების მიღების პროცესს და განხორციელებულ ამნისტიას შეეხო.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტი კომისიის რეკომენდაციებს დაელოდება და გაითვალისწინებს.