უსუფაშვილი: კოალიციაში არ არის იმის ადგილი,  ვინც შეიძლება, დსთ-ში დაბრუნებაზე ფიქრობდეს

უსუფაშვილი: კოალიციაში არ არის იმის ადგილი, ვინც შეიძლება, დსთ-ში დაბრუნებაზე ფიქრობდეს

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმის ადგილი,  ვინც შეიძლება, დსთ-ში დაბრუნებაზე პოზიტიურად ფიქრობდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დსთ-ში ჩემი ადგილი არ არის და „ქართულ ოცნებაში“ არ არის იმის  ადგილი, ვინც შეიძლება ამ თემაზე პოზიტიურად ფიქრობდეს.

„რაც შეხება იმ განცხადებებეს, რომლებიც რუსულ პრესაში ვრცელდება, ამაზე კომენტირება, მისი საფუძვლების ან მიზეზების ძიება არ არის ჩემი საქმე. ამას თქვენ უკეთ მოახერხებთ. ჩვენი პოზიცია არის სრულიად მკაფიო და ნათელი“, - განაცხადა სპიკერმა.