ვაშაძე: სიბაშვილის დაკავება კახეთის ყოფილ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილზე ზეწოლას უკავშირდება

ვაშაძე: სიბაშვილის დაკავება კახეთის ყოფილ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილზე ზეწოლას უკავშირდება

კახეთის ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის დაკავება კახეთის ყოფილ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილზე ზეწოლას უკავშირდება.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიბაშვილის დაკავებით, მათ სურდათ, რომ  ღვინიაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმა მიეცა.

„მათ ამ ცვლილებისთვის ცხრა ხმა აკლიათ და ცდილობენ, რომ ხმები ყველანაირი ხერხით მოიპოვონ. მგონია, რომ სწორედ ღვინიაშვილზე ზეწოლის მოხდენის გამო დააკავეს სიბაშვილი“, - განაცხადა დეპუტატმა.