სასჯელაღსრულების უწყება რუსთავის #16 დაწესებულების შემოწმებას იწყებს

სასჯელაღსრულების უწყება რუსთავის #16 დაწესებულების შემოწმებას იწყებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო გათავისუფლებული პატიმრის, ზურაბ შეყელაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსთავის ციხის დირექტორსა და მოადგილეს უფლებამოსილების გადამატებაში ადანაშაულებს.

სამინისტრო აცხადებს, რომ შეყელაძეს მისთვის არ მიუმართავს, თუმცა ყოფილი მსჯავრდებულის ბრალდებებთან დაკავშირებით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია შემოწმებას იწყებს.

„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, თუკი ამ საკითხით სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართავს რეკომენდაციით“, - აცხადებს სამინისტრო.

27 იანვარს გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა, ზურა შეყელაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით გააკეთა განცხადება, სადაც სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულების უფროსს, გ. ტყემელაძეს და მოადგილეს მ. ლოთიშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.